Likani Hills
Skip links

Likani Hills

იცხოვრე ბუნებასთან ჰარმონიაში

პროექტის შესახებ

Likani Hills

„ლიკანი ჰილსი“ „სოლო გრუპის“ პრემიუმ კლასის კომპლექსია, რომელიც ბუნების გულში, ლიკანის ისტორიული პარკის (ე.წ. „რომანოვების სასახლე“) და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალის სიახლოვეს მდებარეობს.

დაგვიკავშირდით

საკონტაქტო ინფორმაცია

    ჩვენი უპირატესობები

    „ლიკანი ჰილსისთვის“ პრიორიტეტია მობინადრეებისთვის  ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოს შეთავაზება. სწორედ ამიტომ, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კომპლექსის ტერიტორიაზე ბუნებრივად არსებული რეკრეაციული ზონების შენარჩუნება და განვითარებაა. ტერიტორიაზე დაირგვება 1000-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე, მოეწყობა საფეხმავლო და ველო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები და ბავშვთა გასართობი და სპორტული ზონები.

    კომპლექსიდან იშლება თვალისმომჭრელი პანორამული ხედები ლიკანის ხეობაზე, რაც პროექტის კიდევ ერთი უპირატესობაა - ბუნებასთან მუდმივი ვიზუალური კონტაქტი ხომ პირდაპირ კავშირშია ადამიანის ბედნიერებასთან და ჯანმრთელობასთან.

    „ლიკანი ჰილსი“ უნიკალური ადგილმდებარეობით გამოირჩევა. ობიექტი ლიკანში, წიწვოვანი პარკის შუაგულში მდებარეობს. კომპლექსიდან სულ რაღაც 50 მეტრში ლიკანის ისტორიული პარკი (ე.წ, „რომანოვების სასახლე“), 500 მეტრში კი უკვე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალია. კომპლექსიდან 3,4 კ.მ-ში მდებარეობს ბორჯომის ცენტრალური პარკი.

    ლიკანის კურორტი მთელს ამიერკავკასიაში და არა მარტო, ყველასთვის ცნობილია თავისი უნიკალური სასარგებლო თვისებებით -  ჯანმრთელობისთვის შეუდარებელია ადგილობრივი ფიჭვნარის და ბორჯომის წყლის სამკურნალო ეფექტი. არაერთი საუკუნის განმავლობაში, სწორედ აქ იკრიბებოდნენ დასასვენებლად და სამკურნალოდ სტუმრები მეზობელი ქვეყნებიდან.

    პროექტის უმაღლესი სტანდარტებისა და უნიკალური ადგილმდებარეობის გამო „ლიკანი ჰილსი“ მიმზიდველია როგორც საოჯახო დასვენებისთვის, ასევე მათთვის, ვინც უბრალოდ განტვირთვას ეძებს ხმაურიანი ქალაქის მიღმა, ყველა სეზონზე უმშვენიერეს ბუნების გულში.

    ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და ევროპული სამშენებლო სტანდარტების გამოყენებით „ლიკანი ჰილსი“ ქმნის ცხოვრების ახალ საფეხურს. ფასადი ალუმინის კომპოზიტური პანელებითაა მოპირკეთებული და სრულ ჰარმონიაშია ბუნებასთან. დამატებითი პლუსია კომპლექსის დაბალი განაშენიანება, რაც მომავალში მშვიდი, მყუდრო გარემოს გარანტია და აქ დასვენებასა თუ ცხოვრებას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

    საცხოვრებელი სივრცეების გარდა კომლექსში გათვალისწინებულია მობინადრეთა კომფორტზე გათვლილი ობიექტების მრავალფეროვნება:

    ▪ კაფე, რესტორანი და ლაუნჯის სივრცე ;
    ▪ აფთიაქი, სუპერმარკეტი.

    მიწისქვეშა სართულზე განთავსებული იქნება საპარკინგე სივრცე, რაც, ასევე, დამატებით სიმშვიდეს და კომფორტს უზრუნველყოფს მობინადრეებისთვის.

    „ლიკანი ჰილსი“ დახურულ და დაცულ საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს, სადაც მოხვედრა სპეციალური დაშვების სისტემით, ორი ცენტრალური შესასვლელით იქნება შესაძლებელი. სტუმრის შესვლას გააკონტროლებს სპეციალური სამსახური,  ტერიტორიის მოვლა-პატრონობას კი უზრუნველყოფს მენეჯმენტ კომპანია, რომელიც იზრუნებს როგორც საერთო სივრცეების დასუფთავებაზე, ასევე გამწვანებული ზონების და სპორტული მოედნების მოვლაზე და პასუხისმგებელი იქნება უბნის გამართულ ფუნქციონირებაზე.

    შეარჩიე ბინა

    2 საძინებლიანი

    2 საძინებლიანი

    შეუკვეთე ზარი
    2 საძინებლიანი

    2 საძინებლიანი

    შეუკვეთე ზარი
    სტუდიო ტიპის ბინა

    სტუდიო ტიპის ბინა

    შეუკვეთე ზარი
    სტუდიო ტიპის ბინა

    სტუდიო ტიპის ბინა

    შეუკვეთე ზარი

    შეარჩიე ბინა

    შეუკვეთე ზარი

    ისიამოვნე

    გააკეთე ინვესტიცია შენს მომავალში

    პარტნიორები

    SOLO GROUP

    „სოლო გრუპი“ უძრავი ქონების სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც აერთიანებს როგორც დასრულებულ, ასევე მიმდინარე სამშენებლო პროექტებს ქვეყნის მასშტაბით.

    ამ დროისთვის „სოლო გრუპს“ უკვე დასრულებული და ჩაბარებული აქვს 4 საცხოვრებელი კორპუსი და ათობით სავაჭრო და საოფისე ობიექტი, რომელთა საერთო ფართობი ჯამში 36 000 კვ.მ-ზე მეტია.

    თანამედროვე სტანდარტები

    გალერეა

    Likani Hills

    შეუკვეთე ზარი
    შეუკვეთე ზარი
    მადლობა!
    მალე დაგიკავშირდებით.
    მადლობა!
    მალე დაგიკავშირდებით.
    This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.